27 ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსე არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით. 28 ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.