34 როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, რომ სადუკეველები გააჩუმა, შეიკრიბნენ ერთად. 35 და შეეკითხა მას ერთი მათგანი, რჯულის მცოდნე, გამოსაცდელად: 36 „მოძღვარო, რომელი მცნებაა რჯულში ყველაზე დიდი?“ 37 უთხრა მას: „‘შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’38 ეს არის პირველი და ყველაზე დიდი მცნება. 39 და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ 40 ამ ორ მცნებას ემყარება მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“