მათეს 14:22-33

By
ივნისი 8, 2014
22 და მაშინვე უბრძანა იესომ თავის მოწაფეებს, ჩამსხდარიყვნენ ნავში და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა. 23 და როდესაც გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ. 24 ნავი კი უკვე მრავალ სტადიონზე დაშორებოდა ხმელეთს და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო. 25 ღამის მეოთხე სადარაჯოზე მივიდა მათთან იესო ზღვაზე სვლით. 26 ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: „მოჩვენებაა!“ და შიშისაგან შეჰყვირეს. 27 მაგრამ იესო მყისვე დაელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“ 28 მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალზე.“ 29 მან უთხრა: „მოდი!“ და გადმოვიდა პეტრე ნავიდან და წყალზე წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო. 30 მაგრამ როდესაც დაინახა, როგორი ძლიერი ქარი იყო, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“ 31 იესომ მყისვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“ 32 როდესაც ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა. 33 ნავში მყოფები დაემხნენ მის წინ და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღმერთის ძე ხარ შენ.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close