17 რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: 18 „აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სამშვინველმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამსჯავროს წარმართებს. 19 არ იდავებს და არც იყვირებს, და არც ქუჩებში გაიგონებენ მის ხმას. 20 დაბზარულ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, ვიდრე სამართალს გამარჯვებამდე არ მიიყვანს 21 და მის სახელს მიენდობიან წარმართნი.“