3 რათა ეკითხათ მისთვის: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოვიდეს, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“ 4 მიუგო იესომ და უთხრა მათ: „წადით და მოახსენეთ იოანეს, რასაც ისმენთ და ხედავთ: 5 ბრმები ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები აღდგებიან და ღატაკებს ეხარებათ. 6 და ნეტარია, ვინც არ დაეჭვდება ჩემში.“