მართვა – ბიბლიური ციტატები

იგავნი 21:1
მეფის გული წყლის ნაკადია უფლის ხელში, საითაც მოისურვებს, იქით მიმართავს მას.

1 კორინთელთა 14:32
რადგან წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინასწარმეტყველთ.

იგავნი 16:32
სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი – ქალაქის ამღებს.

იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით.

იგავნი 29:11
ბრიყვი მთელ თავის რისხვას გამოხატავს, ბრძენი კი თავს იკავებს.

1 იოანეს 5:19
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.

2 კორინთელთა 5:14
ქრისტეს სიყვარულით ვართ მოცულნი, როცა ასე ვმსჯელობთ, რომ თუ ერთი მოკვდა ყველასთვის, მაშ, ყველა მოკვდა.

იაკობის 3:2
რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც.

1 კორინთელთა 7:9
მაგრამ თუ თავს ვერ ფლობენ, დაე, იქორწინონ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ.