მარკოზის 7:31-37

By
იანვარი 14, 2015
31 და როდესაც კვლავ გაბრუნდა ტვიროსის საზღვრებიდან და მივიდა სიდონის გზით გალილეის ზღვასთან, ათქალაქის საზღვრებს შორის, 32 მიუყვანეს მას ყრუ-მუნჯი და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის. 33 გაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით, თითებით ყური დაუცო, დაანერწყვა და შეეხო მის ენას, 34 ახედა ცას, ამოისუნთქა და ეუბნება მას: „ეფფათა,“ რაც ნიშნავს: „განიხსენ.“ 35 და მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის ბორკილიც აეხსნა და გამართულად ალაპარაკდა. 36 და უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ, მაგრამ, რაც უფრო მეტად უკრძალავდა, მით უფრო აცხადებდნენ. 37 უკვირდათ მეტისმეტად და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს სმენას უბოძებს და მუნჯებს ალაპარაკებს.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close