ფსალმუნები 102:13
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარებს უფალი მის მოშიშებს;
მეორე რჯული 1:31
და უდაბნოში, სადაც ხედავდით, როგორ გატარებდათ უფალი, თქვენი ღმერთი, იმ კაცივით, თავის ძეს რომ ატარებს, მთელ გამოვლილ გზაზე, ვიდრე აქამდე მოაღწევდით.
იობი 1:4-5
მორიგეობით იკრიბებოდნენ მისი ძენი ერთმანეთთან და ნადიმობდნენ, თითოეულის სახლში; აგზავნიდნენ და ეპატიჟებოდნენ თავის სამ დას, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ. ლხინის დღეები რომ ჩამთავრდებოდა, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ, დილაადრიან ადგებოდა და აღავლენდა სრულდდასაწველებს მათი რიცხვისამებრ, რადგან ამბობდა: ეგებ შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმესო ღმერთი გულში. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.
მათეს 7:9-11
არის კი თქვენ შორის ისეთი კაცი, შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
კოლოსელთა 3:20-21
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში. მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.
იგავნი 13:24
წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.
მეორე რჯული 8:5
იცოდე შენს გულში, როგორც თავის ძეს წვრთნის კაცი, ისე გწვრთნის უფალი, შენი ღმერთი.
მეორე რჯული 21:18-21
თუ კაცს ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის გაუგონარი შვილი ჰყავს, წვრთნიდნენ მას, მაგრამ მაინც არაფერი შეისმინა, მოჰკიდოს ხელი დედ-მამამ და წაიყვანონ ქალაქის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე. უთხრან ქალაქის უხუცესებს: ჯიუტი და ურჩია ჩვენი შვილი, ჩვენი ნათქვამის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი. ჩაქოლოს იგი ქალაქის ყველა კაცმა და მოკვდეს; აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან, მოისმენს მთელი ისრაელი და შეშინდება.
იგავნი 3:11-12
შვილო, უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მისი შეგონება ნუ მოგძულდება. რადგან, ვინც უყვარს უფალს, იმას სჯის კიდეც, როგორც მამა – შვილს, თავის საქებარს!
იგავნი 15:5
ბრიყვი უარყოფს მამის შეგონებას, მხილების შემსმენი კი გონიერდება.
იგავნი 19:18
გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.
იგავნი 22:15
ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს, მაგრამ აღმზრდელის წკეპლა გამოდევნის მას.
იგავნი 23:13
წვრთნას ნუ დაუკავებ ყმაწვილს, წკეპლაც რომ მოსცხო, არ მოკვდება;
იგავნი 29:15
წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.
1 ტიმოთეს 3:2-5
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული, თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით. რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?
ებრაელთა 12:7-11
წვრთნას გაუძელით, რადგან როგორც ძეებს, ისე გექცევათ ღმერთი. რომელ ძეს არ წვრთნის მამა? ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე, რომელშიც ყველას უწევს გავლა, მაშინ ბუშები ყოფილხართ და არა შვილები. თუ ჩვენი ხორციელი მამების წვრთნას მოწიწებით ვიღებდით, განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ სულთა მამას, რათა ვიცოცხლოთ? ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი – ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში. ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც სიმართლის მიერ განისწავლა.
ფსალმუნები 77:2-8
იგავებით გავხსნი პირს, ვიტყვი ძველ გამოცანებს. რაც გვსმენია და გაგვიგია, რაც უამბიათ ჩვენთვის ჩვენს მამებს. არ დავუმალავთ ამას მათ შვილებს, ვუამბობთ მომავალ თაობას უფლის დიდებას, მის ძლიერებას და სასწაულებს, რომელნიც მან მოიმოქმედა. მისცა იაკობს მოწმობა და დაუდგინა ისრაელს რჯული, რომელზეც უბრძანა ჩვენს მამებს, რომ ესწავლებინათ თავიანთი შვილებისთვის. რათა შეიტყოს მომავალმა თაობამ, შვილებმა, რომლებიც დაიბადებიან და გადასცენ თავიანთ შვილებს. რომ ღმერთზე დაამყარონ იმედი, არ დაივიწყონ ღმერთის საქმენი და დაიცვან მისი მცნებანი; არ დაემსგავსონ თავიანთი მამების ჯიუტსა და ურჩ თაობას, რომელმაც არ მოიმზადა გული და არ იყო ღვთისადმი ერთგული.
მეორე რჯული 4:9
მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს
მეორე რჯული 6:6-7
გულში ჩაიდე ეს სიტყვები, რომელთაც გამცნებ დღეს. შთაუნერგე ისინი შენს ძეებს და ელაპარაკე მათ შესახებ სახლში ჯდომისას და გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას.
მეორე რჯული 11:18-21
ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები გულსა და სამშვინველში, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე მიიკარით თვალებს ზემოდან. ასწავლეთ თქვენს ძეებს და ელაპარაკეთ მათზე, როგორც სახლში ყოფნისას, ისე გზაზე სვლისას, როგორც დაწოლისას, ისე ადგომისას. წააწერეთ თქვენი სახლების წირთხლებს და კარიბჭეებს, რათა ისე გაგიმრავლდეთ თქვენ და თქვენს ძეებს დღენი იმ ქვეყანაში, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამებს, რამდენ ხანსაც ცა იარსებებს მიწის ზემოთ.
მეორე რჯული 31:13
მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, მოისმინონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ ქვეყანაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ მდინარე იორდანეს”.
იგავნი 13:1
ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.
იგავნი 22:6
გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.
ეფესელთა 6:1-4
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი მიაგე შენს მამას და დედას, – ეს არის პირველი მცნება აღთქმით, – რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე. თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
მათეს 5:14
რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.
იგავნი 1:8
ისმინე შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ მიატოვებ.
მათეს 10:37
ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი; ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, ის არ არის ჩემი ღირსი;
მსგავსი თემები: