1 და ახლა, მღვდლებო, თქვენთვის არის ეს მცნება: 2 თუ არ გაიგონებთ მას და გულში არ ჩაიდებთ, რათა პატივი მიაგოთ ჩემს სახელს, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი, – წყევლას მოვავლენ თქვენზე და დავწყევლი თქვენს კურთხევებს. დავწყევლე კიდეც, რადგან არ ჩაგიდვიათ გულში. 3 აჰა, წაგართმევთ მარჯვენას და სახეში მოგაყრით თქვენი შესაწირავების ნეხვს, სადღესასწაულო მსხვერპლების ნეხვს, და მასთან ერთად გამოგყრიან თქვენ.