იგავნი 1:5
მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და – დაკვალიანდება;
იგავნი 4:18
მართალთა ბილიკი განთიადის სინათლეს ჰგავს, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე.
იოანეს 3:30
ის უნდა განდიდდეს, მე კი უნდა ვმცირდებოდე.
რომაელთა 5:15
მაგრამ მადლის საჩუქარი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი მოკვდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის წყალობა და საჩუქარი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით, რომელიც უხვად ეძლევა მრავალს.
რომაელთა 5:20
რჯული იმისთვის შემოვიდა, რომ დანაშაული გამრავლებულიყო, ხოლო როცა ცოდვა გამრავლდა, მადლმაც გადააჭარბა.
რომაელთა 6:1
მაშ, რა ვთქვათ, დავრჩეთ ცოდვაში, რათა მადლი გამრავლდეს? არამც და არამც!
რომაელთა 5:9-10
მით უმეტეს ახლა, როცა გავმართლდით მისი სისხლით, მისით გადავრჩებით რისხვისაგან. რადგან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი, გადავრჩებით მისი სიცოცხლით.
რომაელთა 5:17
ვინაიდან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი მეფობდა ერთის მიერ, მით უმეტეს ისინი, რომლებიც უხვად მიიღებენ მადლსა და სიმართლის საჩუქარს, იმეფებენ ცხოვრებაში ერთის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
1 პეტრეს 2:2
როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სულიერი, სუფთა რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
2 პეტრეს 3:18
პირიქით, აღიზარდენით ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს მადლსა და შემეცნებაში. მას ეკუთვნის დიდება ახლა და უკუნისამდე. ამინ!
ეფესელთა 4:15
არამედ ჭეშმარიტების სიყვარულით მთქმელნი, ყველაფერში ვიზრდებოდეთ მის მიმართ, ვინც არის თავი, ქრისტე.
1 თესალონიკელთა 4:1
და ბოლოს, გთხოვთ ძმებო და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაც მიღებული გაქვთ ჩვენგან – თუ როგორ გმართებთ სიარული ღმერთის საამებლად – თუმცა ასეც იარებით, რომ კიდევ უფრო იუხვოთ ამაში.
კოლოსელთა 1:10
რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ასიამოვნოთ მას ყოველ კეთილ საქმეში ნაყოფის მოტანით და ღვთის შემეცნებაში ზრდით;
ლუკას 17:5
უთხრეს უფალს მოციქულებმა: „მოგვიმატე რწმენა”.
2 კორინთელთა 10:15
უზომოდ კი არ ვიკვეხნით სხვათა ჯაფით, თუმცა იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაყოფებიც გამრავლდება თქვენ შორის, თქვენი მზარდი რწმენის შესაბამისად.
2 თესალონიკელთა 1:3
ვალდებულნი ვართ ძმებო, მარადის ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, რაც შესაფერია კიდეც, რადგან სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
ფილიპელთა 1:25
მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისთვის,
1 თესალონიკელთა 3:12
თქვენ კი უფალმა გაგიმრავლოთ და უხვად მოგცეთ სიყვარული ერთიმეორისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენ ვართ თქვენდამი,
1 თესალონიკელთა 4:10
რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ გთხოვთ ძმანო, უფრო მეტად იუხვოთ ამაში.
ლუკას 18:29-30
ხოლო იესომ მიუგო: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინაა ისეთი, ღმერთის სამეფოსთვის მიატოვოს სახლი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები და არ მიიღოს მრავალგზის მეტი ამ დროში, მომავალ საუკუნეში კი – საუკუნო სიცოცხლე”.
მსგავსი თემები:
მადლი მადლი ადამიანურ ურთიერთბებში მადლი და იესო ქრისტე მადლი და სულიწმინდა მადლი და ქრისტიანული ცხოვრება მადლი საკმარისია მადლი ძველ აღთქმაში მადლის აღწერა მადლის წყარო