11 ამის შემდეგ წავიდა იესო ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. 12 ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, გამოჰქონდათ მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, რომლის დედაც ქვრივი იყო. ქალს ქალაქიდან დიდძალი ხალხი ახლდა. 13 უფალმა რომ დაინახა, შეეცოდა და უთხრა: „ნუ ტირი.“ 14 მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“ 15 მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. და მის დედას ჩააბარა იგი. 16 შიშმა მოიცვა ყველა. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს.“