ლუკას 16:1-8

By
თებერვალი 3, 2015
1 უთხრა მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ფლანგავდა. 2 დაუძახა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მნეობის ანგარიში, რადგან ვეღარ იქნები მნე.’ 3 თქვა მნემ თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს მნეობას. თხრა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია. 4 როცა მნეობას ჩამომაშორებენ, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში.’ 5 დაიბარა სათითაოდ თავისი ბატონის მოვალეები. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’ 6 თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე – 50.’ 7 მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ თქვა: ‘100 საწყაო ხორბალი.’ უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე – 80.’ 8 შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, გონივრულად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე გონიერნი არიან თავიანთ თაობაში.

კომენტარის დატოვება

Close
Close