76 და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, რადგან წინამორბედი იქნები უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, 77 რათა მისცე მის ხალხს ცოდნა ხსნის შესახებ მათი ცოდვების მიტევებით, 78 ჩვენი ღმერთის გულმოწყალების მეშვეობით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან, 79 ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის ნათლის მისაცემად, ჩვენს ფეხთა წარსამართავად მშვიდობის გზაზე.“