ლოცვა და რწმენა ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის და ის მიუზღავს მის მაძიებელს;

მარკოზის 6:5-6
და ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა. უკვირდა მათი ურწმუნოება და მიმოდიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა.

იაკობის 5:16-18
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისთვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის გაძლიერებულ ლოცვას. ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.

ეფესელთა 3:12
რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.

ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

მათეს 21:21-22
მიუგო მათ იესომ პასუხად: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, არა მხოლოდ იმას გააკეთებთ რაც ლეღვს დაემართა, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, აღსრულდება! და ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ”.

იაკობის 1:5-8
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს. ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს. გაორებული სულის კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე.

იაკობის 5:14-15
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით. და რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და, თუ რამ ცოდვა ჩაუდენია, მიეტევება.

მათეს 9:27-30
იქიდან გამოსულ იესოს ორი ბრმა გამოჰყვა ყვირილით; ამბობდნენ: „შეგვიწყალე, ძეო დავითისა!” სახლში შესულს, ბრმებიც მიადგნენ. უთხრა მათ იესომ: „გწამთ, რომ ძალმიძს ამის გაკეთება?” უპასუხეს: „ჰო, უფალო!” მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ!” და აეხილათ თვალები. იესომ კი მკაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა: „აჰა, არავინ გაიგოს!”

მათეს 8:5-13
კაპერნაუმში რომ შევიდა, მიუახლოვდა ასისთავი და შეევედრა. უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება”. იესომ მიუგო: „მოვალ და განვკურნავ”. ასისთავმა კი პასუხად უთხრა: „უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე, მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”. ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა მათ, უკან რომ მიჰყვებოდნენ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც ვერ ვპოვე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, და დასხდებიან აბრაჰამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სამეფოში. ხოლო სამეფოს ძენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა”. უთხრა იესომ ასისთავს: „წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს”. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.

მათეს 9:20-22
აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო. ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო. იესო მიუბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა”. და მაშინვე განიკურნა ქალი.

მარკოზის 7:24-30
ადგა იქიდან და ტვიროსის საზღვრისკენ გასწია. სახლში რომ შევიდა, არ უნდოდა ვინმეს ეცნო, მაგრამ ვერ შეძლო დაფარვა. მაშინვე გაიგო ერთმა დედაკაცმა, რომლის ასულსაც არაწმიდა სული ჰყავდა, მოვიდა და მის ფერხთით დაემხო. წარმართი იყო ეს დედაკაცი, წარმოშობით სიროფინიკიელი, ზღვის გაღმელი; და ემუდარებოდა, ეშმაკი განედევნა მისი ასულისგან. იესომ უთხრა: „მაცალე, ჯერ შვილები გაძღნენ, თორემ არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”. მან კი მიუგო: „მართალია, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ შვილების ნამცეცებს”. უთხრა: „ამ სიტყვის გამო, წადი, გასულია ეშმაკი შენი ასულისგან”. წავიდა თავის სახლში და ნახა, რომ საწოლზე იწვა ბავშვი, ეშმაკი კი გასული იყო მისგან.

3 მეფეთა 18:36-37
შემოდგა ელია წინასწარმეტყველი მწუხრის მსხვერპლშეწირვისას და თქვა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა! დაე შეიტყონ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელისა და მე, შენმა მსახურმა, შენი სიტყვით ვქმენი ყველა ეს საქმე; მიპასუხე უფალო, მიპასუხე! რათა შეიტყოს ხალხმა, რომ შენა ხარ უფალი ღმერთი და შენ კვლავ აბრუნებ მათ გულებს შენდამი!”

იაკობის 5:17-18
ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა და არ უწვიმია ქვეყნად სამ წელსა და ექვს თვეს. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თავისი ნაყოფი.

Close
Close