2 უთხარი ისრაელის ძეთ: ყოველი კაცი ისრაელიანთაგან და ხიზანთაგან, რომელიც მკვიდრობს ისრაელში, ვინც მისცემს თავის შვილებს მოლექს, სიკვდილით მოკვდება. ამ ქვეყნის ხალხმა ქვით ჩაქოლოს იგი. 3 მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მოვსპობ მას მისი ხალხის წიაღიდან, რადგან მან მისცა თავისი თესლიდან მოლექს, და ამით გააუწმიდურა ჩემი საწმიდარი და შებილწა ჩემი წმიდა სახელი. 4 და თუ ამ ქვეყნის ხალხი აარიდებს თვალს მას, როცა იგი მისცემს თავისი თესლიდან მოლექს, და არ მოკლავს მას, 5 მე მივაპყრობ ჩემს სახეს იმ კაცს და მის მოდგმას, და მოვსპობ მას და ყველას, ვინც მრუშობს მის კვალდაკვალ, და ყველა მემრუშეს, რომლებიც დადიან მოლექის კვალდაკვალ, მოვსპობ მათი ხალხის წიაღიდან.