იაკობის 5:9
ჩემო ძმებო, ნუ ჩივით ერთმანეთზე, რათა არ იყოთ განკითხულნი. აჰა, განმკითხავი კარზეა მომდგარი.
მათეს 7:1-5
ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ. რადგან, როგორი განსჯითაც განსჯით, იმავეთი განისჯებით; და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირესაც ვერ ამჩნევ? ანდა როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘მოდი, ამოგიღო თვალიდან წველი’ და, აჰა, შენს თვალში კი დირეა! თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო წველი შენი ძმის თვალიდან.
ლუკას 6:37-42
ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ განკიცხავთ და არ განიკიცხებით; მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“ უთხრა მათ იგავიც: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან? არ არის მოწაფე მოძღვარზე მეტი, ხოლო განსწავლული იქნება, როგორც მისი მოძღვარი. რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ? როგორ ეუბნები შენს ძმას: ‘ძმაო, შენი თვალიდან წველი ამომაღებინე,’ საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი.
რომაელთა 14:1-4
რწმენაში უძლურნი მიიღეთ, ოღონდ არა აზრებზე საკამათოდ. ზოგს სჯერა, რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უძლური კი მხოლოდ მცენარეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს მას, ვინც არა ჭამს. და ვინც არა ჭამს, ნუ განსჯის მას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინა ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე დგას იგი ან ეცემა, მაგრამ აღიმართება, რადგან ღმერთს ძალუძს მისი აღმართვა.
1 კორინთელთა 10:10
არც იდრტვინოთ, როგორც ზოგიერთები დრტვინავდნენ და დაიღუპნენ შემმუსვრელისაგან.
გალატელთა 5:15-16
მაგრამ თუ ერთმანეთს კბენთ და ჭამთ, ფრთხილად იყავით, ერთმანეთი არ მოსპოთ.16 აჰა, ვამბობ: მოიქეცით სულიერად და ნუ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.
ფილიპელთა 2:14-16
ყველაფერი გააკეთეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, რათა იყოთ უმწიკვლონი და უბრალონი, ღმერთის უმანკო შვილები მრუდსა და უკუღმართ თაობაში, რომლის შორისაც ანათებთ ქვეყნიერებაზე, როგორც მნათობნი, სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, ჩემს სასიქადულოდ ქრისტეს დღეს, რომ ფუჭად არ ვისწრაფვოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.
იაკობის 4:11-12
ძმებო, ნუ ძრახავთ ერთმანეთს. ძმის მძრახავი და თავისი ძმის განმსჯელი ძრახავს და განსჯის რჯულს. თუ რჯულს განიკითხავ, აღმსრულებელი კი აღარა ხარ, არამედ განმკითხველი. ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც შეუძლია ხსნა და დაღუპვა. შენ ვინა ხარ, სხვას რომ განიკითხავ?
1 კორინთელთა 4:2-5
და უფრო მეტიც, მნეთა შორის ეძებენ, რომ აღმოჩნდეს სარწმუნო ვინმე. ხოლო ჩემთვის უმნიშვნელოა, თქვენ განმსჯით მე, თუ ადამიანთა სამსჯავრო. მაგრამ მე ნამდვილად არ განვსჯი ჩემს თავს. ვინაიდან არაფერი ვიცი ჩემს თავზე, მაგრამ ამით არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი ხომ უფალია. ამიტომ ნუ განსჯით უჟამოდ, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ ექნება თითოეულს ქება ღვთისაგან.
კოლოსელთა 2:16-18
ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმელისა თუ სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისათვის. ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი – ქრისტესი. ნურავინ შეგაცდენთ სიმდაბლით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნებს თავისი ხორციელი გონებით.
მათეს 18:15
ხოლო თუ შესცოდავს შენი ძმა შენს წინააღმდეგ, მიდი და ამხილე იგი პირისპირ. თუ გაგიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.
იგავნი 15:1
მშვიდი პასუხი რისხვას აცხრობს, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი ბრაზს იწვევს.
დანიელი 6:4
მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.
2 კორინთელთა 8:20-21
ვფრთხილობთ, არავინ გვისაყვედუროს სიუხვისათვის, ჩვენი მსახურებით რომ იქნა მოპოვებული. რადგან ვცდილობთ სიკეთისათვის არა მარტო უფლის წინაშე, არამედ ადამიანთა წინაშეც.
ტიტეს 2:7-8
ყველაფერში იყავი კეთილ საქმეთა ნიმუში: გამოავლინე მოძღვრებაში შეურყვნელობა, სიდინჯე, გქონდეს ნათელი და უკიცხველი სიტყვა, რათა მტერს შერცხვეს და ვერაფერი ცუდი ვერ თქვას ჩვენზე.
ფსალმუნები 140:5
დაე, დამსაჯოს მართალმა: ეს წყალობაა; დაე, მამხილოს: ეს რჩეული ზეთია ჩემი თავისათვის, არ ავნებს ჩემს თავს, რადგან ჩემი ლოცვა მუდამ ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული.
იგავნი 10:17
შეგონებათა დამცველი სიცოცხლის გზით დადის, მისი უკუმგდებელი კი გზააბნეული დაეხეტება.
იგავნი 27:6
მეგობრის სილა გერჩივნოს მტრის კოცნას.