მთავარითემები „კ"კეთილი მეფეები

კეთილი მეფეები

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 98:4
    ძლევამოსილია მეფე და უყვარს სამართალი; შენ დაამკვიდრე მიუკერძოებლობა; სამართალი, სიმართლე აღასრულე იაკობში.
  2. იგავნი 16:14
    ღვთიური განაჩენია მეფის ბაგეზე, განკითხვისას არ უნდა უმართლობდეს მისი პირი.
  3. იგავნი 16:13
    მოსაწონია მეფეთათვის მართალი ბაგენი და უყვართ მათ წრფელად მოლაპარაკენი.
  4. იგავნი 16:12
    სისაძაგლეა მეფეთათვის უკანონობის ქმნა, რადგან სიმართლით განმტკიცდება ტახტი.
  5. იგავნი 20:8
    მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
  6. იგავნი 20:26
    ბრძენი მეფე ფანტავს ბოროტეულთ და მათ თავზე ბორბალს ატრიალებს.
  7. იგავნი 14:35
    გონიერ მონას მეფის კეთილგანწყობა აქვს, მის შემარცხვენელს კი რისხვა ეწევა.
  8. იგავნი 22:11
    ვისაც სუფთა გული აქვს და მადლიანი ლაპარაკი უყვარს, მისი მეგობარი მეფეა.
  9. 2 მეფეთა 8:15
    მთელ ისრაელზე მეფობდა დავითი; სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა მთელი თავისი ხალხისთვის.

← ყველა თემა „კ"-ზე

Close
Close