5 ნინეველებმა ღმერთი იწამეს, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. 6 შეიტყო ეს ამბავი ნინევეს მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამეფო შესამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარში ჩაჯდა. 7 შემდეგ, მეფისა და მისი დიდებულების ბრძანება გამოაცხადებინა ნინევეში: „არც კაცმა და არც პირუტყვმა – ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს და არც წყალი დალიოს. 8 ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, მიატოვონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გასვრილი. 9 ვინძლო გული მოუბრუნდეს ღმერთს, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!“ 10 შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა, და გული მოუბრუნდა მათზე და აღარ მოუვლინა ის განსაცდელი, რასაც უმზადებდა.