16 თუ ჩაგიღწევია ზღვის წყაროებამდე, და თუ გივლია უფსკრულის ფსკერზე? 17 თუ გახსნილან შენს წინაშე სიკვდილის ბჭენი, და ბნელეთის ბჭენი თუ გინახავს? 18 თუ გამოგიკვლევია დედამიწის სიგრძე-სიგანე? მითხარი, თუ იცი ეს ყველაფერი? 19 სად არის გზა ნათლის სავანისა? და სად არის წყვდიადის ადგილი? 20 რომ მიაღწიო მის საზღვარს და მიაგნო მისი სახლის ბილიკებს.