იობი 38:1-13

By
თებერვალი 9, 2015
მაშინ მიუგო უფალმა იობს ქარიშხლიდან და უთხრა: 2 „ვინ არის ეს, უგუნური სიტყვებით განგებას რომ აბნელებს, იმ საგნებზე რომ ლაპარაკობს, რაც არ ესმის? 3 წელი შემოისარტყლე ვაჟკაცურად, მე შეგეკითხები და შენ პასუხი გამეცი: 4 სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგება, 5 ვინ დაადგინა მისი ზომები, თუ იცი? ან ვინ გადაჭიმა მასზე ლარი? 6 რაზე დგას მისი საძირკველი? ან ვინ დადო მისი ქვაკუთხედი, 7 როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები, და ღვთის ძენი ყიჟინებდნენ? 8 ვინ ჩაუკეტა ზღვას კარიბჭენი, როცა ამოხეთქა, როგორც საშოდან? 9 როცა ღრუბელი მივეცი მას სამოსად და წყვდიადი – სახვევად? 10 როცა დავუდგინე მას ჩემი წესი და დავუტანე ურდული და ბჭენი? 11 და ვუთხარი: ‘აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები?’ 12 ოდესმე თუ გიბრძანებია დილისათვის და გიუწყებია ცისკრისთვის მისი ადგილი, 13 რომ მოეცვა ქვეყნის კიდეები და უკეთურნი ჩამოებერტყა მისგან?

კომენტარის დატოვება

Close
Close