20 რისთვის მიეცა ტანჯულს ნათელი, და სულგამწარებულს – სიცოცხლე, – 21 მათ, რომელნიც სიკვდილს ნატრობენ და ვერ პოულობენ, თუმცა დამარხულ განძზე მეტად ეძებენ, 22 რომელნიც უზომოდ გახარებულნი და აღტაცებულნი არიან საფლავის პოვნით? 23 რისთვის მიეცა ნათელი იმ კაცს, ვისი გზაც დაფარულია და რომელიც ყველმხრივ შებორკა ღმერთმა? 24 რადგან ოხვრა მქცევია საზრდოდ, და ჩემი ქვითინი წყალივით იღვრება. 25 რადგან მეწია შიში, რომელიც მზარავდა, და რაც მაძრწუნებდა, ის დამემართა. 26 აღარ მაქვს სიმშვიდე, აღარც შვება, არც მოსვენება, – მხოლოდ ვაება.“