იოანეს 5:1-14

By
იანვარი 14, 2015
1 ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმში. 2 იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის საბანელი, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება, და მას აქვს ხუთი სტოა. 3 ისხდა იქ მრავალი სნეული: ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ, 4 რადგან უფლის ანგელოზი გადმოდიოდა დროდადრო და ამღვრევდა წყალს. ხოლო ვინც პირველი ჩადიოდა წყლის ამღვრევის შემდეგ, იკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. 5 იყო იქ კაცი, რომელსაც 38 წელი გაეტარებინა სნეულებაში. 6 იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხნის სნეულია და უთხრა: „გსურს, განიკურნო?“ 7 მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. სანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“ 8 ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი!“ 9 და მაშინვე განიკურნა ის კაცი. აიღო თავისი საწოლი და გაიარა. ხოლო ის დღე შაბათი იყო. 10 უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია, ნება არა გაქვს საწოლის აღებისა.“ 11 მან მიუგო მათ: ვინც განმკურნა, მითხრა: „აიღე შენი საწოლი და წადი.“ 12 ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და წადი?“ 13 განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იქ მყოფ ხალხში გაუჩინარდა. 14 ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის და უთხრა: „აჰა, შენ განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რათა უარესი რამ არ დაგემართოს.“ 15 ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა: „იესოა, ვინც მე განმკურნა.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close