იოანეს 17:1-8

By
ივნისი 27, 2014
1 ეს თქვა იესომ, ცას მიაპყრო თვალი და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ. 2 რადგან შენ მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს. 3 ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ შეგიცნონ შენ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტე. 4 შენ მე განგადიდე დედამიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა. 5 ახლა კი შენ განმადიდე მე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სამყაროს გაჩენამდე. 6 შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ. 7 ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა. 8 რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, გადავეცი მათ. და მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close