48 ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმსჯელი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს. 49 რადგან მე ჩემგან კი არ მილაპარაკია, არამედ ჩემმა მომავლინებელმა მამამ მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო. 50 და მე ვიცი, რომ მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა. ამიტომ, რასაც ვამბობ, როგორც მამამ მითხრა, ისე ვამბობ.“