38 იესო კი, კვლავაც სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული. 39 ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“ 40 ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ?“ 41 აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე. 42 მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მხოლოდ გარს შემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე.“ 43 ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“ 44 გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა დაფარული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“