20 დაიცავი, შვილო ჩემო, მცნება მამისა, და დედის დამოძღვრას ნუ გადახვალ. 21 გულზე დაიბნიე სამუდამოდ და ყელზე შემოიხვიე; 22 სიარულისას გიწინამძღვრებენ, ძილში დაგიფარავენ და გამოღვიძებულს კეთილად გესაუბრებიან. 23 რადგან მცნება ლამპარია, სწავლა – სინათლეა, ხოლო შეგონება სიცოცხლის გზაა. 24 ისინი დაგიფარავენ ავი ქალისაგან, უცხო ქალის დაშაქრული ენისაგან. 25 გულში ნუ ჩაგეჭრება მისი მშვენება, და ნუ დაგატყვევებს თავისი წამწამებით, 26 რადგან მეძავის ფასი ნატეხი პურია, სხვისი ცოლი კი მთელი შენი სიცოცხლის მომნადირებელია. 27 ვინ გამოიკრავს ცეცხლს უბეში, სამოსელი რომ არ დაეწვას? 28 თუ გაივლის ვინმე ნაკვერცხლებზე ფეხების დაუწველად? 29 ასევეა სხვის ცოლთან მიმსვლელიც, დამნაშავე იქნება მისი მიმკარებელი.