იგავნი სოლომონისა 26:1-11

By
იანვარი 1, 2015
1 ისევე, როგორც თოვლი ზაფხულისთვის და წვიმა მკისთვის, ასევე შეუფერებელია ბრიყვისთვის პატივი. 2 ბეღურას გაფრენისა და მერცხლის ნავარდივით ასცდება კაცს უმიზეზო წყევლა. 3 მათრახი – ცხენისთვის, ლაგამი – ვირისთვის, სახრე – ბრიყვისთვის. 4 ნუ უპასუხებ ბრიყვს მისი სირეგვნისამებრ, რათა არ დაემსგავსო მას. 5 უპასუხე ბრიყვს მისი სიბრიყვის შესაბამისად, თორემ თავი ბრძენი ეგონება. 6 ვინც ბრიყვს აგზავნის მაცნედ, ფეხქვეშ მიწას იცლის და თავს გასაჭირში იგდებს. 7 რაღა კოჭლის ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი. 8 ბრიყვისთვის პატივის მიგება იგივეა, რაც მიბმული ქვის შურდულით სროლა. 9 რაღა ძეძვის ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში და რაღა იგავი ბრიყვის პირში. 10 ბრიყვისა და გზად გამვლელის დამქირავებელი ჰგავს მოისარს, განურჩევლად ყველას რომ ესვრის. 11 როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, ისე იმეორებს ბრიყვი თავის სისულელელეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close