იერემია 20:14-18

By
იანვარი 1, 2015
14 წყეულიმც იყოს დღე ჩემი გაჩენისა! არ იკურთხოს ის დღე, როდესაც დედამა მშობა! 15 წყეულიმც იყოს კაცი, რომელმაც ახარა მამაჩემს: ძე შეგეძინაო და დიდად გაახარა! 16 და გაიხაროს მან ისე, როგორც გაიხარეს ქალაქებმა, რომლებიც უფალმა დააქცია თავისი გულისწყრომით და არ შეინანა; განთიადზე კივილი აღვიძებდეს და სამხრობას ომის ღრიანცელი ესმოდეს. 17 რამეთუ საშოშივე არ მომკლა მე და არ იქცა დედაჩემი ჩემს სამარედ, მისი საშო კი – რად არ დარჩა სამუდამოდ ორსული. 18 რისთვის გამოვედი მე დედის საშოდან? იმად, რომ ჯაფა და ტკივილი მქონოდა და ჩემი დღეები სირცხვილში დასრულებულიყო?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close