იერემია 2:2-6

By
აგვისტო 25, 2015
2 „წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘მე მახსოვს, რომ შენს სიყმაწვილეში საპატარძლოსავით ერთგული იყავი ჩემს მიმართ, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთესავ მიწაზე. 3 უფლის წმიდა იყო ისრაელი, ნათავარი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება, უბედურება ეწევა მათ.’“ – ამბობს უფალი. 4 ისმინეთ უფლის სიტყვა, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის ყველა საგვარეულოვ! 5 ასე ამბობს უფალი: რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ და ამაოებას მიჰყვნენ, და თავადაც ამაოებად იქცნენ? 6 და არც უთქვამთ: სად არისო უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა? უდაბნოში გვატარა, შიშველ და უკაცრიელ მიწაზე, ურწყულ და სიკვდილის აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის გაუვლია და სადაც კაცისშვილს არ უცხოვრია.

კომენტარის დატოვება

Close
Close