4 იმის გამო, რომ მათ მიმატოვეს მე და უცხო ღმერთებეს დაუთმეს ეს ადგილი და აქ უკმევენ უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ არც თვითონ და არც მათი მამები, და არც იუდას მეფენი; და მორწყეს ეს ადგილი უდანაშაულოთა სისხლით. 5 და მოუწყვეს ბაყალს მაღლობები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალის სრულადდასაწველ მსხვერპლად, რაც მე არ მიბრძანებია მათთვის და არ მითქვამს, და გულშიც არ გამივლია.