5 ასე ამბობს უფალი: წყეულია კაცი, რომელიც ადამიანებში ხედავს დასაყრდენს და ხორციელში ეძებს შემწეობას, და რომლის გულიც შორდება უფალს. 6 იქნება იგი ეული, ეკლიანი ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან იხილავს სიკეთეს და იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, ბიცოვან და დაუსახლებელ მიწაზე.