ღვთისმოსავის ხვედრი ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 1:10-11
ამიტომ, ძმებო, კიდევ უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ, და ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სამეფოს კარი.

მათეს 5:3-10
„ნეტარ არიან სულით ღარიბნი, რადგან მათია ცათა სამეფო. ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან. ნეტარ არიან თვინიერნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან. ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი. ნეტარ არიან გულით სუფთანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ. ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან. ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი, რადგან მათია ცათა სამეფო.

მათეს 25:34
მაშინ ეტყვის მეფე მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის მიერ კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო.

ლუკას 6:20-22
თვალი მიაპყრო თავის მოწაფეებს და თქვა: „ნეტარნი ხართ გლახაკნი, რადგან თქვენია ღმერთის სამეფო. ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ. ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.

1 კორინთელთა 2:7
არამედ ვლაპარაკობთ ღვთის სიბრძნეს, იდუმალებაში დაფარულს, რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისთვის.

იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც გაუძლებს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა ღმერთმა.

იაკობის 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?

2 ტიმოთეს 3:12
და ყველა, ვისაც სურს ღვთისმოსაობით იცხოვროს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება.

იოანეს 15:20
გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: მონა არ არის-მეთქი თავის ბატონზე დიდი. თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.

1 თესალონიკელთა 3:1-4
ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში, და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური, ჩვენივე თანამშრომელი ქრისტეს სახარებაში, რათა გაგვემტკიცებინეთ და გვენუგეშებინეთ თქვენს რწმენაში, რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, რადგან თვითონვე იცით, რომ საამისოდ ვართ დადგენილნი. ვინაიდან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გითხარით, ჭირი მოგველის-მეთქი, რაც აღსრულდა კიდეც, როგორც იცით.

2 პეტრეს 4:12-14
საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ მოგსვლოდეთ. არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ. თუ ქრისტეს სახელისთვის გაილანძღებით, ნეტარნი ხართ, ვინაიდან დიდების სული – ღმერთის სული – ეშვება თქვენზე, მათით იგმობა, თქვენით კი დიდდება.

Close
Close