ესაია 59:2
არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!
იერემია 6:8
გონს მოდი, იერუსალიმო, სანამ ზურგს შეგაქცევდეს ჩემი სული, სანამ უდაბნოდ და უკაცრიელ ქვეყნად მიქცევიხარ”.
ეზეკიელი 14:5
რომ დავიბრუნო ისრაელის ტაძრის გული, რომელიც თავისი კერპების გამო გამიუცხოვდა.
ეზეკიელი 14:7
ვინაიდან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და ხიზანთაგან, რომელიც ისრაელში ხიზნობს და გამიუცხოვდება, კერპებს დაიდგამს გულში და ცოდვას დაბრკოლებად დაიდებს, მერე კი მივა წინასწარმეტყველთან შესაკითხად, მე, უფალი, ვუპასუხებ მას?!
რომაელთა 11:17-22
ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი, ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ. შენ იტყვი: რტოები გადატყნენ, რათა მე დავმყნობილიყავიო! კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს. ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები.
გალატელთა 5:4-5
თქვენ, რომლებიც რჯულით იმართლებთ თავს, უქრისტეოდ დარჩით და მოსწყდით მადლს. ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;
რომაელთა 9:3
ნეტავმე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების – ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.
ეფესელთა 2:12
იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.
2 თესალონიკელთა 1:8-9
და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას, რომლებიც მარადიულ დაღუპვას მიიღებენ სასჯელად უფლის პირისა და მისი სიძლიერის დიდებისგან.