ფსალმუნები 26:11
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.
გამოსვლა 33:13
თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, გემუდარები, მაუწყე შენი გზები, რათა შეგიცნო და ვპოვო მადლი შენს თვალში; აჰა, გაითვალისწინე, რომ შენი ერია ეს ხალხი“.
ფსალმუნები 85:11
შენი გზა მასწავლე უფალო და ვივლი შენს ჭეშმარიტებაში. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
ფსალმუნები 24:4
შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები.
ესაია 2:3
მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა“.
მიქა 4:2
მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა“.
ფსალმუნები 24:9
თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ.
მათეს 22:16
ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
მარკოზის 12:14
მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი და ყველას მიმართ მიუკერძოებელი ხარ, რადგან კაცთა გარეგნობას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას. ნებადართულია ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“
ლუკას 20:21
ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ მართებულად ლაპარაკობ და ასწავლი, მიკერძოებული არ ხარ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას.
ფსალმუნები 66:2
რათა შეიცნონ შენი გზები დედამიწაზე და ხსნა შენი – ყველა ერს შორის.
ფსალმუნეი 102:7
უწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელის ძეთ – თავისი საქმენი.
იოანეს 14:4
და სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით ის გზა“.
ფსალმუნები 94:10
ორმოც წელიწადს მაძულებდა თავს ის თაობა და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია, არ იციან ჩემი გზები.
ებრაელთა 3:10
ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.
იოანეს 14:5
უთხრა თომამ: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და გზა როგორღა გვეცოდინება?“