ღვთის უმეცარი ბიბლიის მუხლები

საქმეები 17:29-30
და რაკი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ჰგავს ოქროს ან ვერცხლს, ანდა ქვას, ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს. ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.

ეფესელთა 4:18-19
დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.

1 პეტრეს 2:15
რადგან ასეთია ნება ღვთისა, რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება.

1 კორინთელთა 15:34
გამოფხიზლდით ჭეშმარიტად და ნუ სცოდავთ. რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.

მათეს 22:29
მიუგო იესომ მათ პასუხად: „ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.

2 კორინთელთა 2:11
რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ; ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.

1 ტიმოთეს 1:13
მე, რომელიც უწინ მგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენი, ვინაიდან უმეცრებით და ურწმუნოებით ვაკეთებდი ამას.

ოსია 4:6
მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარჰყავი ცოდნა, და მეც გადაგაყენებ ჩემს წინაშე მღვდელმსახურებისაგან; და როგორც შენ გაქვს დავიწყებული შენი ღმერთის სიყვარული, მეც დავივიწყებ შენს შვილებს.

1 პეტრეს 1:14
როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.

რომაელთა 10:3
რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.

1 კორინთელთა 1:25
რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია, და ღვთის სისუსტე – ადამიანებზე უძლიერესი.

საქმეები 17:23
რადგან, როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს!” მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.

რომაელთა 11:25
რადგან არ მინდა, ძმებო, არ იცოდეთ ეს საიდუმლო, რათა არ ეყრდნობოდეთ თქვენს სიბრძნეს: ნაწილობრივ სიჯიუტე მოუხდა ისრაელს, ვიდრე წარმართთა სისავსე არ მივა ღმერთთან.

2 პეტრეს 3:5-8
ისინი განზრახ ივიწყებენ, რომ თავდაპირველად ცანი და დედამიწა შეიქმნა წყლისგან და წყლით ღვთის სიტყვის მეშვეობით; და, რომ მაშინდელი ქვეყნიერება წარღვნის წყლით მოისპო. ამავე სიტყვით არიან შემონახულნი ცეცხლისთვის ახლანდელი ცანი და მიწა, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისთვის. არც ის უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე.

2 პეტრეს 3:16
ამის შესახებ ლაპარაკობს იგი ყველა წერილში, რომლებშიც ზოგი რამ ისე ძნელად გასაგებია, რომ უმეცარნი და არამყარნი, სხვა წერილების მსგავსად, საკუთარი თავის დასაღუპად ამახინჯებენ.

მარკოზის 12:24
იესომ უთხრა მათ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღმერთის ძალა?

ლევიანნი 4:2
„უთხარი ისრაელის შვილებს: თუ უნებლიეთ შესცოდავს ვინმე და ისეთ რაიმეს ჩაიდენს, რისი გაკეთებაც აკრძალული აქვს უფალს,

საქმეები 3:17
ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, ისევე როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.