ღვთის სახელის ამაოდ გამოყენება ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 20:7
არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.

მეორე რჯული 5:11
არ ახსენო უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს უფალი მისი სახელის ფუჭად მხსენებელს.

ეზეკიელი 13:19
და სახელს მიტეხავთ მე ჩემი ხალხის თვალში ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისათვის, როცა ხოცავთ სულებს, რომლებიც არ არიან დასახოცი და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან სასიცოცხლო, რომ ატყუებთ ჩემს ერს, სიცრუის დამჯერებელს.

ეზეკიელი 20:39
შენ კი, სახლო ისრაელისა, ამბობს უფალი ღმერთი, თითოეული თქვენს კერპებთან წადით და მათ ემსახურეთ; რადგან ჩემსას არ ისმენთ, აღარც ჩემი წმიდა სახელი შებღალოთ თქვენი ძღვენითა და კერპებით.

ეზეკიელი 36:20-22
მივიდნენ იმ ხალხებთან, ვისთანაც გავყარე და იქ შებღალეს ჩემი წმიდა სახელი, რადგან მათზე ამბობდნენ: ესენი უფლის ხალხია, მისი მიწიდან არიან გამოსულნიო. დავზოგე ჩემი წმიდა სახელი, ისრაელის სახლმა რომ შებღალა იმ ხალხებში, სადაც მივიდა. ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შენი გულისთვის არ ვაკეთებ ამას, სახლო ისრაელისა, არამედ ჩემი წმიდა სახელისთვის, იმ ხალხებში რომ შებღალე, სადაც მიხვედი.

ამოსი 2:6-7
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო – ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე – ღარიბს. თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!

მალაქია 1:11-12
რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; საკმეველს დაუკმევენ ჩემს სახელს ყოველ ადგილზე და წმიდა მსხვერპლს მომართმევენ, რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში – ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენ კი შებღალეთ იგი, როცა თქვით: შებილწულიაო უფლის ტაბლა და მოძულებული საჭმელი მისი.


მსგავსი თემები:

ცუდი ენა       რჯული, ათი მცნება       ადამიანური ფიცი       უპატივცემულობა       წყევლა