ღვთის მოწყურებული ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 118:20
სული დამექანცა, ყოველჟამს შენი სამართლის წადილით.

ესაია 26:9
შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი.

ფსალმუნები 72:25
ვინ არის ჩემთვის ზეცაში? და შენ გარდა არაფერი მსურს დედამიწაზე.

ფსალმუნები 118:81
სული ჩემი გაილია შენმიერი ხსნის მოლოდინში, მაგრამ მაინც შენს სიტყვას ვენდობი.

ფსალმუნებუ 41:2
ღმერთი, ცოცხალი ღმერთი სწყურია ჩემს სულს, როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას.

ფსალმუნები 62:1
ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, შენ დაგეძებ, შენ სწყურიხარ ჩემს სულს. შენკენ მოილტვის ჩემი სხეული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.

ფსალმუნები 142:6
მალე მიპასუხე უფალო, გაილია ჩემი სული. ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან, თორემ საფლავში ჩასულს დავემგვანები.

ამოსი 8:11
აჰა, მოდის დღეები – ამბობს უფალი ღმერთი – შიმშილს დავუშვებ ქვეყანაზე; არა პურის შიმშილს და წყლის წყურვილს, არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის წყურვილს.

იოანეს 4:13-14
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება.  ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.

იოანეს 6:35
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.

ესაია 55:1
ჰოი, ყოველნო მწყურვალნო, მოდით წყლებთან; და ფულის უქონელნო, მოდით, იყიდეთ და ჭამეთ; დიახ, მოდით, იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ.

იოანეს 6:27
ხრწნადი საზრდოსთვის ნუ გაირჯებით, არამედ იმ საზრდოსთვის გაისარჯეთ, რომელიც საუკუნო სიცოცხლეს იძლევა, და რომელსაც ძე კაცისა მოგცემთ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა”.

იოანეს 7:37
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: “თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;

გამოსვლა 21:6
მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.

გამოსვლა 22:17
თუ მამა ქალის მითხოვებას არ ინებებს, მაშინ მაცდუნებელმა ქალწულობის ურვადი გადაიხადოს.