გამოსვლა 3:8
და ჩამოვედი, რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და მივიყვანო მაგ ქვეყნიდან კარგ და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსელთა მხარეში.
გამოსვლა 3:10
ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან.“
გამოსვლა 12:17
დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.
გამოსვლა 12:51
სწორედ ამ დღეს გამოიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან რაზმებად ისრაელის შვილები.
გამოსვლა 13:9
ნიშნად იქონიე ხელზე და გასახსენებლად თვალებს შორის, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.
გამოსვლა 13:14
როდესაც გკითხავს შენი ძე იმ დროს: რა არისო ეს? მაშინ უთხარი: მაგარი ხელით გამოგვიყვანა-თქო უფალმა ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
გამოსვლა 2:20
„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
გამოსვლა 29:46
და შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, მათი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.“
ლევიანნი 11:45
რადგან, მე ვარ უფალი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ვიყო თქვენს ღმერთად. და იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე.
ლევიანნი 23:43
რათა იცოდეს თქვენმა შთამომავლობამ, რომ კარვებში დავასახლე ისრაელის ძენი, როცა გამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.“
ლევიანნი 25:42
რადგან ჩემი მსახურები არიან ისინი, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე: არ უნდა გაიყიდონ ისინი, როგორც მონები იყიდებიან.
რიცხვნი 23:22
ღმერთმა გამოიყვანა ის ეგვიპტიდან; მარტორქასავით ძლიერია იგი.
მეორე რჯული 4:20
თქვენ კი გამოგიყვანათ უფალმა ეგვიპტიდან, რკინის ბრძმედიდან, რათა მისი სამკვიდრებელი ხალხი ყოფილიყავით, როგორც დღეს ხართ.
მეორე რჯული 5:15
გახსოვდეს, რომ მონა იყავი ეგვიპტის ქვეყანაში და უფალმა, შენმა ღმერთმა გამოგიყვანა იქიდან ძლიერი ხელითა და შემართული მკლავით; ამიტომ გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, შაბათი დღის შენახვა.
მეორე რჯული 8:14
ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;
მეორე რჯული 16:1
„დაიცავით აბიბის თვე და აღასრულეთ უფლის, თქვენი ღმერთის პასექი; რადგან აბიბის თვეში, ღამით გამოგიყვანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან.
მსაჯული 2:1
ამოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც აღვუთქვი თქვენს მამებს და ვთქვი: უკუნისამდე არ გავაუქმებ თქვენთან დადებულ აღთქმას.
1 მეფეთა 12:8
როცა იაკობი ეგვიპტეში მივიდა, შეჰღაღადეს თქვენმა მამებმა უფალს და მოავლინა უფალმა მოსე და აჰარონი. მათ გამოიყვანეს თქვენი მამები ეგვიპტიდან და აქ დაამკვიდრეს.
4 მეფეთა 17:36
მხოლოდ უფლის გეშინოდეთ, რომელმაც დიდი ძალითა და შემართული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მისი გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
ფსალმუნები 104:37
ოქრო-ვერცხლით გამოიყვანა ისინი და არავინ იყო უძლური მათ ტომებში.
იერემია 11:7
რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან დღემდე, ყოველი დღის განთიადიდანვე ვაფრთხილებდი, ისმინეთ-მეთქი ჩემი ხმა.
იერემია 32:21
შენი ერი, ისრაელი, შენ გამოიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან ნიშნებითა და სასწაულებით, ძლიერი ხელით, გაწვდილი მკლავითა და დიდი შიშისზარით.
დაბადება 46:4
მე წამოვალ შენთან ერთად ეგვიპტეში და მევე გამოგიყვან უკან. თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს იოსები.“
მათეს 2:15
და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს.“
იერემია 16:14-15
ამიტომ, აჰა, დგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანაო. არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა იმ ქვეყნიდან გამოიყვანა, სადაც გასახლებული ჰყავდაო! რადგან მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მათ მამებს მივეცი.