ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთო დამეხმარე!
20 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 11:2
მიხსენი, უფალო! რადგან აღარ არსებობს ღვთისმოსავი, რადგან გამქრალან ჭეშმარიტნი კაცთა მოდგმიდან.
-
ფსალმუნები 108:26
შემეწიე უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
-
მათეს 15:25
ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!
-
მარკოზის 22:9
ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში, რათა დაეღუპა. თუკი რამე შეგიძლია, შეგვიბრალე და გვიშველე
-
ფსალმუნები 43:26
აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობისამებრ!
-
ფსალმუნები 34:2
აიღე ფარი და საჭურველი და აღსდექ ჩემდა შესაწევნად.
-
ფსალმუნები 58:4
უდანაშაულო ვარ, და მაინც ჩემს წინააღმდეგ გამოდიან, აღსდექ ჩემს შესახვედრად და მომხედე.
-
ფსალმუნები 29:10
მომისმინე უფალო და შემიწყალე; იყავი ჩემი შემწე.
-
ფსალმუნები 118:173
შენი ხელი შემეწიოს, რადგან შენი ბრძანებანი ავირჩიე.
-
მეორე რჯული 33:7
ეს თქვა იუდაზე: „ისმინე, უფალო, იუდას ხმა და თავის ხალხთან მიიყვანე იგი; საკუთარი ხელებით იბრძოლოს თავისთვის და მტერთაგან დამხმარედ შენ ეყოლები.
-
ფსალმუნები 59:11
მოგვმადლე შველა მტრებთან ბრძოლაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისგან.
-
ფსალმუნები 107:12
მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
-
ფსალმუნები 37:22
იჩქარე ჩემს შესაწევნად უფალო, მხსნელო ჩემო!
-
ფსალმუნები 39:12
ისურვე უფალო ჩემი ხსნა; გამოეშურე ჩემს დასახმარებლად უფალო.
-
ფსალმუნები 69:1
ღმერთო, იჩქარე ჩემს სახსნელად, უფალო, იჩქარე ჩემს დასახმარებლად.
-
ფსალმუნები 69:5
მე კი ღარიბ-ღატაკი ვარ, იჩქარე ჩემკენ ღმერთო; ჩემი შემწე და მხსნელი ხარ შენ, უფალო, ნუ დააყოვნებ.
-
ფსალმუნები 70:12
ღმერთო, ნუ გამშორდები; ღმერთო ჩემო, გამოეშურე ჩემს შესაწევნად.
-
ფსალმუნები 21:19
შენ კი, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
-
ფსალმუნები 118:175
იცოცხლოს ჩემმა სულმა და გადიდოს; შემეწიოს შენი სამართალი.
-
ფსალმუნები 19:2
გამოგიგზავნოს შველა საწმიდრიდან და სიონიდან შეგეწიოს შენ.