მთავარითემები „ღ"ღმერთისთვის შესაძლებელი

ღმერთისთვის შესაძლებელი

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. დაბადება 18:14
    განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!
  2. იერემია 32:17
    ოჰ, უფალო ღმერთო! აჰა, შენ შექმენი ცანი და დედამიწა შენი დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით, შეუძლებელი არაფერია შენთვის!
  3. მათეს 19:26
    გადახედა მათ იესომ და თქვა: კაცთა მიერ ეს შეუძლებელია, ხოლო ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელია.
  4. მარკოზის 10:27
    შეხედა მათ იესომ და თქვა: ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღმერთისთვის, რადგან ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია.
  5. ლუკას 18:27
    მან კი უთხრა: ადამიანთათვის შეუძლებელი, ღმერთით შესაძლებელია.
  6. იობი 42:2
    ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.
  7. მათეს 26:39
    ცოტა რომ გაიარა, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი; თუმცა იყოს არა ჩემი ნებისამებრ, არამედ შენი ნებისამებრ.
  8. მარკოზის 14:35
    ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ კი შესაძლებელი იყო, ასცდენოდა ეს ჟამი.

 

← ყველა თემა „ღ"-ზე

Close
Close