დაბადება 4:14
მაძევებ დღეს მე პირისაგან მიწისა და შენი პირისაგან, დავიმალები და ვიქნები მოხეტიალე და მაწანწალა მიწაზე; და ყოველი მნახველი ჩემი მომკლავს მე.”
ებრაელთა 4:13
არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.
გამოცხადება 6:16
უთხრეს მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან.
სოფონია 2:3
ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.
ესაია 65:16
ვინც კურთხეულია ქვეყანაზე, იკურთხება ჭეშმარიტი ღმერთით; და დამფიცებელი ქვეყანაზე, დაიფიცებს ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან დავიწყებულია უწინდელი უბედურებანი და მიეფარა ჩემს თვალებს.
ესია 40:27
რატომ ამბობ, იაკობ, და ლაპარაკობ, ისრაელ: „დაფარულია ჩემი გზა უფლისაგან და ჩემი სამართალი უსხლტება ჩემს ღმერთს?”