ღმერთის უარყოფა – ბიბლიური ციტატები

მათეს 10:32-33
ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე. ხოლო ვინც უარმყოფს მე ადამიანთა წინაშე, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.

ტიტეს 1:16
ისინი სიტყვით აღიარებენ ღმერთს, საქმეებით კი უარყოფენ, რადგან საძაგელნი და ურჩნი არიან და უვარგისნი ყოველი კეთილი საქმისათვის.

იგავნი 30:8-9
განმაშორე ტყუილი და სიყალბე, ნუ მომცემ ნურც სიღარიბეს და ნურც სიმდიდრეს, მაკმარე პური ჩემი არსობისა, 9 რათა გამძღარმა არ უარგყო და არა ვთქვა: „ვინ არის უფალი?“ ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო სახელი ჩემი ღმერთისა.

იერემია 59:13
ღალატი და თვალთმაქცობა ჩავიდინეთ უფლის წინაშე, და განვუდექით ჩვენს ღმერთს; ვლაპარაკობდით სიავესა და ღალატზე, ჩავისახავდით და გულიდან წარმოვთქვამდით ცრუ სიტყვებს.

იერემია 5:12
უფალს განუდგნენ ისინი და ამბობდნენ: არ არისო ის, და არ გვეწევაო უბედურება, და მახვილსა და შიმშილს არ ვიხილავთო.

იერემია 17:10
მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და თირკმელთა გამომცდელი, რათა მივაგო ყოველ კაცს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.

იობი 6:9-10
ნეტა, ინებებდეს ღმერთი და შემმუსრავდეს! გამოიწვდიდეს ხელს და მომკვეთდეს! ეს იქნებოდა ჩემი ნუგეში, და განვმტკიცდებოდი უმოწყალო სატკივარში, რადგან არ უარმიყვია წმიდის სიტყვები.

2 პეტრეს 2:1
იყვნენ ცრუწინასწარმეტყველნიც ხალხში ისევე, როგორც თქვენშიც იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ დამღუპველ მწვალებლობებს, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.