ესაია 1:28
ყველა განდგომილი და ცოდვისმქნელი ერთად შეიმუსრება და უფლის მიმტოვებელნი მოისპობიან.
მეორე რჯული 28:8
მოგივლენს უფალი წყევლას, არეულობას და წარუმატებლობას შენი ხელის ყოველ საქმეში, რასაც კი გააკეთებ, ვიდრე არ მოისპობი და არ დაიღუპები ადრე და მალე შენი ბოროტი საქმეების გამო, რადგან მე მიმატოვე.
ეზრა 8:22
რადგან შემრცხვა მეთხოვა მეფისთვის ლაშქარი და მხედრები, გზაზე მტრისაგან თავდასაცავად, რადგან ნათქვამი გვქონდა მისთვის: ჩვენი ღმერთის ხელი სასიკეთოა ყველასთვის, ვინც ეძებს მას, ხოლო მისი ძალა და რისხვა თავს ატყდება ყველას, ვინც განუდგება მას!
იერემია 17:13
იმედო ისრაელისა, უფალო, ყველა შენი მიმტოვებელი შერცხვება და ჩემგან განდგომილნი მიწაში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცოცხალი წყლის წყარო – უფალი.
იერემია 2:19
შენი ბოროტმოქმედება დაგსჯის შენ და შენი განდგომილებანი გამხილებს შენ. გაიგებ და დაინახავ, რა ცუდი და მწარეა, რომ დატოვე უფალი, შენი ღმერთი, და შიში არ გაქვს ჩემს წინაშე!” – სიტყვა უფლისა, ყოვლადძლიერი ღმერთისა. –
იესო ნავეს ძე 24:20
თუ მიატოვებთ უფალს და ემსახურებით უცხო ღმერთებს, კვლავ ბოროტებას დაგათევთ და მოგსპობთ თქვენ მას შემდეგ, რაც სიკეთე გიყოთ.”
1 მეფეთა 15:23-26
რადგან ერთი ცოდვაა მისნობა და ურჩობა; ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.“ უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე, რომ განვერიდე უფლის სახეს და გადავუხვიე შენს სიტყვას, რადგან ხალხის შემეშინდა და მის ხმას გავუგონე. ახლა შემინდე ჩემი ცოდვა და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რომ თაყვანი ვცე უფალს.“ და უთხრა სამუელმა საულს: „არ დავბრუნდები შენთან ერთად, რადგან შეიძულე უფლის სიტყვა და უფალმაც მოგიძულა ისრაელის მეფედ.“
1 ნეშტთა 28:9
ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან მამაშენის ღმერთი და მთელი სულითა და გულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.