აბაკუმი 1:13
მეტად სუფთაა შენი თვალები რომ უმზიროს ბოროტებას და უკანონობას ვერ შეხედავ; რატომ უყურებ მტაცებლებს და დუმხარ, როცა ყლაპავს მართალს ბოროტეული?
სოფონია 3:5
სამართლიანია მის წიაღში უფალი, უსამართლობას არ ჩაიდენს, დილ-დილობით გამოაქვს თავისი სამართალი სინათლეზე და არ ბრკოლდება, უსამართლომ კი არ იცის სირცხვილი.
იერემია 14:10
ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: „რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს”.
გამოსვლა 34:7
უნახავს წყალობას ათასეულებს, შეუნდობს ბრალს, ურჯულოებას და ცოდვას, თუმცა თვალს არ დახუჭავს დამნაშავეზე: მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე”.
მიქა 7:18-19
ვინ არის შენი მსგავსი ღმერთი, დანაშაულს რომ პატიობს და აღარ უხსენებს ცოდვას თავისი სამკვიდროს ნატამალს? სამუდამოდ არ მრისხანებს იგი, რადგან სიკეთის მოყვარულია. კვლავ შეგვიბრალებს და ფეხქვეშ გათელავს ჩვენს დანაშაულს; ზღვის სიღრმეებში მოისვრი ყველა მათ ცოდვას.
ზაქარია 3:4
მიუგო და უთხრა ანგელოზმა თავის წინაშე მდგომთ: გახადეთ გაბინძურებული სამოსელი! კიდევ უთხრა: აჰა, განგაშორე უკეთურება და საზეიმო სამოსელით შეგმოსე.
ესაია 53:11
იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.
ებრაელთა 8:12
ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ”.