იგავნი 14:31
გლახაკის მჩაგვრელი მათ შემოქმედს შეურაცხყოფს, ღატაკის შემწყალე კი უფლის მადიდებელია.
ესაია 10:1-2
ვაი უსამართლო კანონებს გამომცემთ და სასტიკი გადაწყვეტილებების გამომტანთ, ვინც ღარიბებს სამართალს უმრუდებენ და უფლებებს ართმევენ ჩემი ერის გაღატაკებულ შვილებს! ქვრივებს იტაცებენ, ობლებს სძარცვავენ!
ეზეკიელი 45:9
ასე ამბობს უფალი ღმერთი: გეყოთ, ისრაელის მთავარნო! დაივიწყეთ ძალადობა და ძარცვა-გლეჯა, ქმენით მართალი სამართალი და შეწყვიტეთ ჩემი ერის დევნა, – ამბობს უფალი ღმერთი. –
გამოსვლა 22:21
ხიზანს ნუ დაჩაგრავ და ნუ შეავიწროვებ, რადგან ხიზნები იყავით თქვენც ეგვიპტის ქვეყანაში.
იგავნი 12:10
მართალს პირუტყვიც ებრალება; უკეთურთა გული კი სასტიკია.
ესაია 13:11-13
მე დავსჯი ქვეყნიერებას ცოდვებისათვის, უკეთურთ – მათი დანაშაულებისათვის, ბოლოს მოვუღებ ბოროტისმზრახველთა ზვიადობას და მტარვალთა ამპარტავნებას დავცემ. ისე ვიზამ, რომ კაცი ბაჯაღლოზე იშვიათი იყოს და ადამიანი – ოფირის ოქროზე. ვაიძულებ ცას, შეიძრას, და დედამიწა შეზანზარდება თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლიის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს.
იერემია 22:3
ასე ამბობს-თქო უფალი: ქმენით სამართალი და სიმართლე; დაიხსენით უპოვარი მოძალადის ხელიდან; მწირსა და ქვრივ-ობოლს ნუ მოატყუებთ, ნუ გაძარცვავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილას.
ზაქარია 7:10
ქვრივ-ობლებს, ხიზანსა და ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, და ბოროტებას გულში ნუ ჩაიდებთ ერთმანეთის მიმართ.
იერემია 30:14
ყველა შენმა მეგობარმა დაგივიწყა, არ გკითხულობენ, რადგან მტრის ჭრილობით დაგჭერი მე, სასტიკი სატანჯველით – შენი მრავალი ურჯულოების გამო, რადგან გამრავლდა შენი ცოდვები.
1 მეფეთა 10:18
და უთხრა ისრაელიანთ: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: ‘მე გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან, მე გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა სამეფოს ხელიდან, რომელიც კი გჩაგრავდათ;’
ფსალმუნები 71:4
გაასამართლებს ის ხალხის ღატაკთ, იხსნის შვილს ღარიბისას და დაჩაგრავს მჩაგვრელს.
ნეემია 9:27
ამიტომაც ჩაყარე ისინი მტრების ხელში, რომლებიც ავიწროვებდნენ მათ. თავიანთი შეჭირვების ჟამს ისინი შენ შემოგღაღადებდნენ და შენც ზეციდან უსმენდი და შენი დიდი სიბრალულისამებრ მხსნელებს უგზავნიდი, და ისინიც იხსნიდნენ მათ მათი მტრების ხელიდან.
ფსალმუნები 11:4-6
მოსპოს უფალმა ქლესა ბაგეები, გოროზად მოლაპარაკე ენები, რომელნიც ამბობენ: „ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენნი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?“ ღარიბთა კვნესისა და ჩაგრულთა გმინვის გამო აღვდგები, – ამბობს უფალი, – ვუბოძებ შველას, ვისაც სწყურია იგი.