ღმერთი ნათელია – ბიბლიური ციტატები

1 იოანეს 1:5
აჰა, უწყება, რომელიც მისგან მოვისმინეთ და თქვენ გაუწყებთ: ღმერთი არის სინათლე და არავითარი სიბნელე არ არის მასში.

ფსალმუნები 43:3
რადგან ხმლით კი არ დაუპყრიათ ქვეყანა და არც მათ მკლავებს არ მოუტანიათ მათთვის გამარჯვება, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის სინათლემ, რადგან შეიყვარე ისინი.

ეზეკიელი 1:27-28
შემდეგ შევნიშნე მის წელს ზემოთ რაღაც განათებული ლითონივით, თითქოს ცეცხლი იყო მის შიგნით და ირგვლივ, ხოლო მის წელს ქვემოთ დავინახე ცეცხლის მსგავსი რამ და ნათება იყო მის ირგვლივ. როგორც ცისარტყელა ღრუბლებში, წვიმიან დღეს, ისე ჩანდა ეს ნათება ირგვლივ. უფლის დიდების მსგავსი რამ იყო რაც ვიხილე; პირქვე დავემხე და გავიგონე მოლაპარაკეს ხმა.

ეზეკიელი 8:2
გავიხედე და, აჰა, კაცის მსგავსი გამოსახულება, წელს ქვემოთ – ცეცხლი, წელს ზემოთ – ბრწყინვალე, როგორც ელვარე ლითონი.

ფსალმუნები 49:2
სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.

ეზეკიელი 43:2
და, აჰა, ისრაელის ღმერთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა მრავალი წყლის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.

ოსია 6:5
ამის გამო ვცემდი მათ წინასწარმეტყველთა ხელით და ვანადგურებდი ჩემი პირის სიტყვებით; შენი განკითხვა სინათლეზე გამოვა.

ესაია 51:4
ყური მომაპყარ, ჩემო ხალხო, და ჩემო ერო, ყური დამიგდე! ვინაიდან ჩემგან გამოვა რჯული და ხალხების სინათლედ დავადგენ ჩემს სამართალს.

ლუკას 2:9
და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ.

ეზეკიელი 10:4
ამაღლდა უფლის დიდება ქერუბებისგან ტაძრის ზღურბლისაკენ და ღრუბლით აივსო ტაძარი, ეზო კი – უფლის დიდების ბრწყინვალებით.

აბაკუმი 3:4
დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება.

2 მეფეთა 22:13
მისმა ელვარებამ ცეცხლის ნაკვერჩხლები ააგიზგიზა.

ფსალმუნები 17:12
მისი პირის ბრწყინვალებამ გაფანტა ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერჩხლები.

ეზეკიელი 1:4
და ვიხალე: აჰა, მოდის მძვინვარე ქარი ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და ცეცხლის კონა, და ელვარებაა მის გარშემო, მის შუაში კი რაღაც კაშკაშა ლითონივით, ცეცხლის გულიდან ამომავალი.

მათეს 17:5
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!”

გამოცხადება 1:13-17
ხოლო შვიდ სალამპრეს შორის ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც მოსასხამი ემოსა და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი. მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური. მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი; და მისი სახე იყო როგორც მზე, თავისი ძლიერებით მბრწყინავი. ვიხილე და მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი,