გამოსვლა 4:14
და აღინთო უფლის რისხვა მოსეზე და უთხრა მას: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აჰარონი? ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს; და გამოვა იგი შენს შესახვედრად, გიხილავს და გულით გაიხარებს.
მეორე რჯული 1:37
ჩემზეც განრისხდა უფალი თქვენ გამო და მითხრა: „ვერც შენ შეხვალ იქ.
მეორე რჯული 3:26
განმირისხდა უფალი თქვენ გამო და არ ისმინა ჩემი; მომიგო უფალმა: „გეკმაროს, ამიერიდან ნუღარ დამელაპარაკები ამ საქმეზე.
მეორე რჯული 4:21
გამირისხდა უფალი თქვენი სიტყვების გამო და დაიფიცა, რომ ვერ გადავლახავ იორდანეს და ვერ შევალ ბარაქიან ქვეყანაში, რომელსაც თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდრებლად.
რიცხვნი 12:9
აღინთო უფლის რისხვა მათზე და განშორდა უფალი.
მეორე რჯული 9:20
ძლიერ განრისხდა აჰარონზე უფალი, განადგურებას უპირებდა; აჰარონისთვისაც ვილოცე მაშინ.
3 მეფეთა 11:9
განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული მიედრიკა თავისი უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას.
იობი 42:7
მას შემდეგ, რაც წარმოთქვა უფალმა ეს სიტყვები იობის მიმართ, მიმართა უფალმა ელიფაზ თემანელს: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მსახური იობივით წრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.
იობი 16:9
მისი რისხვა მგლეჯს და მდევნის, კბილებს მიღრჭენს და თვალებს ილესავს ჩემზე მტერი,
ფსალმუნები 87:7
შენი რისხვა დამატყდა თავს და ყველა შენმა ტალღამ ჩემზე გადაიარა.
ფსალმუნები 87:16
თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ, შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
ეზეკიელი 16:28
გაგასამართლებ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მოგაწევ გულისწყრომისა და ეჭვიანობის სისხლს.
ეკლესიასტე 5:6
შენს ბაგეთ ცოდვაში ნუ შეაყვანინებ შენს სხეულს და ნურც ანგელოზის წინაშე იტყვი – „შეცდომა იყოო ეს!“ რისთვის განრისხდეს ღმერთი შენს ხმაზე და დააზიანოს შენი ხელის ნაშრომი?
მიქა 7:9
უფლის გულისწყრომას დავითმენ, რადგან შევცოდე მის წინაშე, ვიდრე ჩემს საქმეს არ განიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; სინათლეში გამომიყვანს და ვიხილავ მის სიმართლეს.
ფსალმუნები 6:1
უფალო, შენი რისხვით ნუ მამხელ და შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.
ფსალმუნები 26:9
ნუ დამიმალავ შენს სახეს და რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს, ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო.