გამოსვლა 4:12
ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან და გასწავლი, რა უნდა თქვა”.
გამოსვლა 4:15
ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეებს; მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან და გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ.
ესაია 28:9
ვის უნდა მისცეს ცოდნა და ვის უნდა განუმარტოს უწყება? რძეს მოწყვეტილთ და ძუძუს მოსხლეტილთ?
ფსალმუნები 93:10
განა ვერ ამხელს ერთა შემგონებელი – ის, ვინც აწვდის ადამიანს ცოდნას?
მეორე რჯული 4:5
აჰა, გასწავლეთ წესები და სამართალი, როგორც მიბრძანა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, რათა შეასრულოთ იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხართ.
ფსალმუნები 93:12
ნეტარია კაცი, რომელსაც წვრთნი უფალო, და ასწავლი შენს რჯულს.
ესაია 28:26
ღმერთმა დამოძღვრა იგი, სწორად ასწავლა მას.
იობი 35:11
რომელიც ჩვენ უფრო მეტს გვასწავლის ვიდრე მიწის ცხოველებს და უფრო მეტად გვაბრძენებს ვიდრე ცის ფრინველებს.
ესაია 54:13
შენი ყველა ძე, უფლისგან იქნება დამოძღვრილი და დიდი იქნება შენი ძეების კეთილდღეობა.
ფსალმუნები 70:17
ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღესაც შენს საოცრებაზე ვლაპარაკობ.
ფსალმუნები 118:102
შენი სამართლისგან არ გადამიხვევია, რადგან თვითონ შენ მასწავლიდი.
ოსია 11:3
ეფრემსაც მე ვასწავლე სიარული, ხელში მყავდა აყვანილი და არ იცოდნენ, რომ განვკურნე.
იერემია 32:33
ზურგი მომაქციეს და არა სახე; გათენებისთანავე ვასწავლიდი, მაგრამ მაინც არ შეისმინეს, არ მიიღეს დარიგება.
იოანეს 8:28
ამიტომ უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ ძე კაცისას, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ, რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
ესაია 2:3
მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა”.
ფსალმუნები 24:8
კეთილი და მართალია უფალი, ამიტომ აყენებს გზაზე ცოდვილებს.
ფსალმუნები 24:12
ვინ არის კაცი მოშიში უფლისა? მას უჩვენებს გზას, რომელიც უნდა აირჩიოს.
ფსალმუნები 31:8
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
ფსალმუნები 24:9
თავმდაბალთ სამართალში მიუძღვის და თავის გზას ასწავლის მორჩილთ.
იობი 22:22
მიიღე რჯული მისი პირიდან და გულში ჩაიდე სიტყვები მისი;
ფსალმუნები 142:10
უფალო, შენი სახელის გულისთვის შემინარჩუნე სიცოცხლე. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
ფსალმუნები 24:4-5
შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები. გამიძეხ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ჩემი ხსნის ღმერთი; გამუდმებით შენ გენდობი.
ფსალმუნები 26:11
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.
ფსალმუნები 85:11
შენი გზა მასწავლე უფალო და ვივლი შენს ჭეშმარიტებაში. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
ფსალმუნები 142:7
მომასმენინე დილდილობით შენი წყალობა, ვინაიდან შენ გენდობი. მაუწყე, რომელი გზით ვიარო, რადგან შენკენ აღვაპყარ ჩემი სული.
იობი 34:32
შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ; თუ დანაშაული ჩავიდინე, აღარ ჩავიდენ.
3 მეფეთა 8:32
მაშინ ზეციდან მოისმინე და სამართალი გაუჩინე შენს მსახურებს; მსჯავრი დასდე დამნაშავეს, რათა მასზევე მიაქციო მისი ცოდვა, მართალი კი გაამართლე, რათა თავისი სიმართლისამებრ მიაგო მას.
ფსალმუნები 118:66
კეთილი განსჯა და გაგება მასწავლე, რადგან მჯერა შენი მცნებებისა.
ფსალმუნები 89:12
გვასწავლე ჩვენი დღეების დათვლა, რომ გულს სიბრძნე შევძინოთ.
მსაჯული 13:8
ილოცა მანოახმა უფლის წინაშე და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც მოავლინე, კვლავ მოვიდეს და გვასწავლოს, რა ვუყოთ შობილ ყრმას”.
2 მეფეთა 22:35
გაწრთვნის ჩემს ხელებს საბრძოლველად და სპილენძის მშვილდს მოჭიმავენ ჩემი მკლავები.
ფსალმუნები 17:34
ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
ფსალმუნები 143:1
კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი კლდე, რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს და ომს – ჩემს თითებს.
იოანეს 6:45
წინასწარმეტყველებში წერია: და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. ყველა, ვინც მამას უსმენს და სწავლობს, ჩემთან მოდის.
1 თესალონიკელთა 4:9
ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.