ღმერთი ივიწყებს ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 9:31
ამბობს თავის გულში: „დაივიწყა ღმერთმა, სახე დამალა, რომ აღარასოდეს იხილოს.“

ესაია 49:14
ამბობდა სიონი: მიმატოვაო უფალმა, დამივიწყაო უფალმა!

გოდება იერემიასი 2:1
როგორ მოქუფრა უფალმა თავისი რისხვით სიონის ასული. ზეციდან მიწაზე დაამხო მშვენება ისრაელისა, არ გაიხსენა თავისი კვარცხლბეკი თავის რისხვის დღეს.

ოსია 4:6
ცოდნის უქონლობის გამო იღუპება ჩემი ხალხი, რაკი უკუაგდე ცოდნა, მეც უკუგაგდებ ჩემი მღვდლობიდან; ვინაიდან დაივიწყე შენი ღმერთის რჯული, მეც დავივიწყებ შენს ძეებს.

ფსალმუნები 87:5
მკვდრებს შორის ჩაგდებული, როგორც სამარხში მწოლიარე მოკლულნი, რომლებიც აღარ გახსოვს, რადგან მოკვეთილნი არიან შენი ხელით.

იერემია 23:39
აჰა, საუკუნოდ მოგიშორებთ ჩემი სახიდან, მიგატოვებთ თქვენ და თქვენს ქალაქს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს.

ფსალმუნები 41:9
ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს – რად დამივიწყე? რატომ დავდივარ მგლოვიარე, მტრისგან შეჭირვებული?

ფსალმუნები 43:24
შენ სახეს რად გვიმალავ? ივიწყებ ჩვენს ტანჯვასა და გაჭირვებას?

ფსალმუნები 12:1
როდემდე დამივიწყებ უფალო, სამუდამოდ? როდემდე დაფარავ შენს სახეს ჩემგან?

გოდება იერემიასი 5:20
სამუდამოდ რატომ დაგვივიწყე? ასე დიდხანს რად მიგვატოვე?

ფსალმუნები 76:9
ნუთუ სამუდამოდ დაივიწყა ღმერთმა შებრალება? ნუთუ წყალობას დაგვიკავებს თავისი რისხვით?

ფსალმუნები 24:7
ჩემი სიჭაბუკის ცოდვებსა და ბრალს ნუ გაიხსენებ; შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით გამიხსენე უფალო.

ფსალმუნები 78:8
ნუ გაგვიხსენებ მამების ცოდვებს; მალე შეგვეგებოს შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავუძლურდით.

ესაია 64:9
მეტისმეტად ნუ განრისხდები, უფალო, სამუდამოდ ნუ დაიხსომებ ჩვენს დანაშაულს. აჰა, შეხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი.

ებრაელთა 8:12
ვინაიდან შევუნდობ მათ უმართლობას და ცოდვებს აღარ გავუხსენებ.“

ებრაელთა 10:17
და აღარ გავუხსენებ მათ თავიანთ ცოდვებსა და ურჯულოებას.“

ესაია 43:25
მე, მე ვარ ის, ვინც დანაშაულს ჩამოგბანს ჩემივე გულისთვის და შენს ცოდვებს არ გავიხსენებ.

ეზეკიელი 33:16
არც ერთი ცოდვა, რაც ჩაიდინა, არ გაუხსენდება. სამართალსა და სიმართლეს იქმდა და სიცოცხლით იცოცხლებს.

ეზეკიელი 33:13
როცა მართალს ვეუბნები, იცოცხლებ-მეთქი, ის კი თავის სიმართლეზე დაიმედებული ურჯულოდ მოიქცევა, არც ერთი მისი მართალი საქმე არ იქნება გახსენებული და მოკვდება თავის ურჯულოებაში, რაც ჩაიდინა.