ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთი ისმენს
13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 93:9
განა ვერ მოისმენს ყურის შემქმნელი? განა ვერ დაინახავს თვალის შემქმნელი?
-
დანიელი 9:19
უფალო, ისმინე! უფალო, მოგვიტევე! უფალო, შეისმინე და იმოქმედე! არ დააგვიანო, შენს გამო, ღმერთო ჩემო, რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქსა და შენს ერს.
-
დანიელი 9:18
ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.
-
1 მეფეთა 8:21
მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი ყოველი სიტყვა და ელაპარაკა უფალს.
-
დაბადება 21:17
ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა; ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა: „რა დაგემართა, ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება.
-
ფსალმუნები 6:8
განმშორდით ყოველი მოქმედი უსამართლობისა, რადგან ისმინა უფალმა ჩემი ქვითინის ხმა.
-
გამოსვლა 16:2
ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა ყოველი თემი მოსესა და აჰარონს უდაბნოში.
-
გამოსვლა 16:7
დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა; ჩვენ ვინა ვართ, რომ შემოგვჩივით?
-
გამოსვლა 16:8
და თქვა მოსემ: „მოგცემთ უფალი ხორცს საღამოს საკვებად, დილას კი პურს ძღომაზე, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, რომლითაც დრტვინავდით მის წინააღმდეგ; ჩვენ კი ვინა ვართ? ჩვენი კი არა, უფლის წინააღმდეგაა თქვენი დრტვინვა.
-
გამოსვლა 16:9
უთხრა მოსემ აჰარონს: „უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარსდექით უფლის წინაშე, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა.
-
ეზეკიელი 35:12
მაშინ გაიგებ, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, ისრაელის მთების წინააღმდეგ წარმოთქმული; ამბობდი: გაუკაცრიელდნენ და ჩვენ მოგვეცა საჭმელადო!
-
იერემია 23:25
გავიგონე, რას ამბობდნენ წინასწარმეტყველნი, ჩემი სახელით რომ წინასწარმეტყველებდნენ სიცრუეს და ამბობდნენ: სიზმარი ვნახე, სიზმარიო!
-
იოანეს 16:13
მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.